„ჩვენი ვერსიით ე.წ. მწვანე საზღვრიდან არის გადმოსული, ტერაქტის მოსაწყობად თუ რაზეც იყვნენ, ჯერ ვერ დავასახელებ“

  10:03:12     05-12-2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტყეში იარაღის სამარხი აღმოაჩინა - სწორედ ამ სამარხიდან იყო ამოღებული ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ტერიტორიების იარაღიც. ეს განცხადება ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.

გომელაურის თქმით, მან ჯგუფის წევრებს 3 საათიანი შეხვედრის დროს, სპეცოპერაციისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

სუს-ის უფროსის ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებულები საქართველოში სავარაუდოდ ე.წ. მწვანე საზღვრის საშუალებით მოხვდნენ.
„იარაღები საიდან აქვთ მოპოვებული ეს დავადგინეთ, საიდანაც შეიძინეს და მიიტანეს ამ სახლში. ტყეშია ნაპოვნი ერთ-ერთი სამარხი, სამალავიდან იყო ამოღებული. ახლა ექსპერტებს ველოდებით, რომ დადგინდეს ის მიწა და ის შემადგენლობა, რაც იქ აღმოვაჩინეთ. რომელი ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთეს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჩვენი ვერსიით არის ე.წ. მწვანე საზღვრიდან გადმოსული.

FBI  გვეხმარება ძალიან, ასევე ამ სამალავების აღმოჩენაში დიდი წვლილი შეიტანეს მათ. რა გამოიკვეთება ბოლოს, საქართველოზე მუშაობდნენ თუ სხვა მიმართულებით მუშაობდნენ, ტერაქტის მოსაწყობად თუ რაზეც იყვნენ, ჯერ ვერ დავასახელებ,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.