„ჩრდ. კორეის წინააღმდეგ ომი, კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება სრულიად მსოფლიოსთვის“

  09:49:39     05-12-2017

ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ სრულიად მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ლიდერებმა საერთაშორისო საფრთხედ სცნეს. მათ შორის არის იენს სტოლტენბერგი. როგორც მან აღნიშნა, საჭიროა კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაჭრა.

„ომი ამ რეგიონში კატასტროფის მომტანი იქნება. შედეგები სრულიად მსოფლიოს შეეხება და არა მხოლოდ კონკრეტულ რეგიონს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, საამისოდ საჭიროა ფხენიანზე ზეწოლის განხორციელების პოლიტიკის გაგრძელება. 

სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ კრიზისის დარეგულირებაში დიდ როლს თამაშობენ რუსეთი და ჩინეთი, ვინაიდან ისინი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან და ჩრდილოეთ კორეასთან ტერიტორიულად ახლოს მდებარეობენ.