პარლამენტი რიგგარეშე სხდომებს გამართავს

  18:09:40     04-12-2017

პარლამენტმა პრეზიდენტს რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გაცნობებთ, რომ მივმართეთ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით და ჩვენი მიმართვის თანახმად გვსურს, რომ 6 დეკემბრის 12:00 საათიდან იყოს მოწვეული რიგგარშე სხდომა. მიზანი არის მთავრობაში განსახორციელებელ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტის განხილვა და მიღება სამი მოსმენით. წარმოდგენილია 99 პროექტი პაკეტში“, - განაცხდა ირაკლი კობახიძემ.