"ვაპირებთ, არ მივცეთ ვახტანგ გომელაურს საშუალება, ”ქართული ოცნებისთვის” პოლიტიკურად სასურველი პასუხები წარმოაჩინოს რეალობად"
16:46:02     04-12-2017
"ვაპირებთ, ყველა მწვავე კითხვა დავსვათ და არ მივცეთ ბატონ ვახტანგ გომელაურს საშუალება, ”ქართული ოცნებისთვის” პოლიტიკურად სასურველი პასუხები წარმოაჩინოს რეალობად".
ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური გეგმავს, რომ დახურულ ფორმატში გასცეს შეკითხვებს პასუხი.
" მიგვაჩნია, რომ ამ შეკითხვებიდან უმრავლესობაზე საჯარო პასუხია გასაცემი, მათ შორის პირველ რიგში, როგორ შემოვიდნენ ჩატაევი და მისი თანამებრძოლები საქართველოს ტერიტორიაზე , როგორ მოხდა ამ რაოდენობის იარაღის კონცენტრაცია და რა მიზანი ჰქონდათ მათ”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე გაიმართება.
დღის წესრიგის მიხედვით, ჯგუფის შეხვედრაზე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსმენა მოხდება.