ნიუ იორკში მამაკაცებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა

  13:18:25     04-12-2017

ნიუ იორკში მამაკაცებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა.

ინციდენტი ერთ-ერთი ბარის წინ, ავტოსადგომზე მოხდა. კონფლიქტის მონაწილე პირმა ჯერ ორი ადამიანი დანით დაჭრა, შემდეგ კი ავტომობილით ტროტუარზე მყოფებს დაეჯახა.
შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ის 22 წლის ადგილობრივი აღმოჩნდა. გამოძიება მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებს.