პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

  11:33:58     04-12-2017

​პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე გაიმართება.

ჯგუფის შეხვედრაზე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსმენა მოხდება.  შეხვედრაზე მიწვეულები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური და უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.