ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში დღეს მოუსმენენ

  11:01:28     04-12-2017

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში დღეს მოუსმენენ. 

კობა გვენეტაძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარადგენს, რომელიც პარლამენტმა დადგენილებით უნდა დაამტკიცოს. 

არსებული ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხი.