ლიონელ მესის ქანდაკება დაამტვრიეს

  09:45:06     04-12-2017

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ბარსელონას და არგენტინის ნაკრების ფორვარდის ლიონელ მესის ქანდაკება დაამტვრიეს.

პოლიციას ამ ეტაპისთვის დამნაშავე არ დაუკავებია. ქანდაკებას ფეხები აქვს მოტეხილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იგივე ქანდაკება ადრეც გამხდარა ვანდალიზმის მსხვერპლი. მაშინ ქანდაკების ზედა ნაწილი დაამტვრიეს.