სუსში არ იციან ვინ არიან ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული პირები

  14:07:20     01-12-2017

სუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი ადასტურებს რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ერთერთი პირი ახმედ ჩატაევია. 

გიორგობიანმა ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

თუმცა, სუსში ამ დრომდე არ იციან თუ ვინ არიან ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული პირები. 

გიორგობიანი ამბობს რომ "მათი ვინაობის დასადგენად გამოძიება გრძელდება".