ტერორისტები პაკისტანში აგრარულ უნივერსიტეტს დაესხნენ თავს - დაჭრილია სულ მცირე 11 ადამიანი
10:39:46     01-12-2017
BBC-ის ინფორმაციით, პაკისტანში, ტერორისტები აგრარული უნივერსიტეტის კამპუსში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. პოლიციის ცნობით, სულ მცირე, 11 ადამიანია დაჭრილი.
პეშავარის პოლიციის უფროსის განცხადებით, თავდამსხმელები დაცვის სამსახურისა და დირექციის მიმართულებით ისროდნენ. ამ მონაცემებით, რამდენიმე თავდამსხმელი მოკლულია. თუმცა, ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და შეტაკებები ისევ გრძელდება.
პეშავარი ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქია, რომელიც თალიბანის სამიზნე ხშირად ხდება. ყველაზე სისხლიანი თავდასხმა აქ ბოლოს 2014 წელს მოხდა. მაშინ, სკოლაში მომხდარი თავდასხმისას, 140-მდე ადამიანი, უმეტესად ბავშვები, დაიღუპნენ.