მესტიაში მამაკაცის სასიკვდილოდ ცემაში ბრალდებული ძმები დააკავეს

  10:22:09     01-12-2017

მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში მამაკაცის ცემის ფაქტზე, რომელიც მესტიის საავადმყოფოში გარდაიცვალა, პოლიციამ ორი ძმა დააკავა. 

სოფლის გამგებლის, ვლადიმერ ფილფანის ინფორმაციით, ნაცემი მამაკაცი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მესტიის საავადმყოფოში განაცხადეს, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა. 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქმე სს კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.