იან კელი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე: "იმედია, კანონის უზენაესობა იქნება დაცული"
11:53:24     30-11-2017
საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ,,ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, არის პარტნიორი და იმედია, რომ იქ კანონის უზენაესობა დაცული იქნება“.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. იან კელის თქმით, მას არ უნახავს სააკაშვილის აღნიშნული განცხადება.
„მე არ მინახავს ეს ინფორმაცია. აშშ-ისთვის უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, არის პარტნიორი და მასში ახორციელებს საკმაოდ დიდ ინვესტიციებს, რათა უკრაინა იყოს განვითარებული და დემოკრატიული ქვეყანა. პირველ რიგში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანონის უზენაესობა იქნება დაცული და ნაბისმიერი პიროვნების სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა მოხდება სამართლებრივად“, - განაცხადა იან კელიმ.