იან კელი ვანო მერაბიშვილის საქმეზე: ჩვენ ინტერესით დავაკვირდებით ამ საკითხს

  10:52:53     30-11-2017

აშშ-ს ელჩმა იან კელიმ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დოლის მიერ გაკეთებული განცხადებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა, - „აშშ არ არის ევროპის სასამართლოს წევრი, თუმცა ინტერესი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, იყოს კანონის უზენაესობა, ყურადღებით დავაკვირდებით ამ საკითხს, თუმცა შემდგომ ნაბიჯებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა იან კელიმ.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და საქართველოს მთავრობამ ის დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ დოლმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.