ავსტრალიის შტატში ევთანაზია დაკანონდა

  17:07:07     29-11-2017

ავსტრალიის შტატში ევთანაზიის ლეგალიზაციას მოახდენენ.

ქვედა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი შტატის გუბერნატორს გადაეცემა.
100-საათიანი დებატების შემდეგ, პარლამენტის ორივე პალატამ უკურნებელი სენის მქონე პაციენტებს უფლება მიანიჭა მიიღოს ნარკოტიკი, რომელიც მათ სიკვდილს გამოიწვევს.
შტატის პრემიერმა დენიელ ენდრიუსმა, რომელაც გასულ წელს მამა გარდაეცვალა, პოლიტიკოსებსა და ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა. "დღეს ძალიან ვამაყობ ჩვენი პარლამენტით", - განაცხადა ენდრიუსმა.