"ვერსია, რომ თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შემოიყვანა ჩატაევი, ღირსების შემლახავია"
16:18:11     29-11-2017
„ვერსია, რომ თითქოს თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შემოიყვანა ჩატაევი, უბრალოდ ღირსების შემლახავია", - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც ვიდრე ხელისუფლება დუმილის უფლებას იყენებს, აბსოლუტურად ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მათ შორის იმ ვერსიასაც, რომ ჩატაევი ხელისუფლებამ თავად შემოიყვანა საქართველოში.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, განცხადებები, თითქოს ხელმძღვანელობამ მტერი შემოიყვანა და სპეცრაზმელებს თანამებრძოლი და ოჯახს წევრი მოუკლა არის დიდი შეურაცხყოფა.
„ირმა ნადირაშვილი საუბრობდა ვერსიებზე და კითხვებზე. კი ბატონო, მე ვთქვი რომ ამის უფლება გაქვთ, მაგრამ ვერსია ვერსიაა და პოლიტიკური თავდასხმა და შეურაცხყოფა - მეორეა. ის ვერსია, რომ თითქოს თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შემოიყვანა, უბრალოდ ღირსების შემლახავია. რას ეუბნებით გარდაცვილი გმირი სპეცრაზმელის ოჯახის წევრებს? ან მის თანამებრძოლებს? რომ მისმა ხელმძღვანელობამ მტერი შემოიყვანა და თანამებრძოლი და ოჯახის წევრი მოუკლა?
ეს ხომ ძალიან დიდი შეურაცხყოფაა? ეს ხომ არ გჯერათ თქვენ? ეს სირცხვილია თქვენი მხრიდან. კიდევ ერთხელ უნდა შევძლოთ თუნდაც იშვიათად ჩვენი კონსოლიდირება და საერთო ინტერესების დაცვა“, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.