თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა თანამდებობა დატოვა
10:36:44     29-11-2017
თბილისის მერის მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა თანამდებობა დატოვა.შესაბამისი გადაწყვეტილება თავად ნიკოლეიშვილმა მიიღო და თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლეიშვილსა და თბილისის მერს შორის უთანხმოება არსებობდა, თუმცა, ამ საკითხზე მერიაში ღიად არ საუბრობენ. ნიკოლეიშვილი მუშაობას შს სამინისტროს დაცვის პოლიციის უფროსად გააგრძელებს.
თბილისის მერს ამჟამად სამი მოადგილე ჰყავს. ვიცე-მერის პოსტს ირაკლი ხმალაძე იკავებს, ხოლო მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და მაია ბითაძე არიან.