„გაურკვეველია ზოგადად, რას წვალობენ მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით“

  10:24:47     29-11-2017

პრეზიდენტის არჩევის წესში დაგეგმილ მორიგ ცვლილებას კრიტიკულად აფასებს გიორგი აბაშიშვილი და მთავრობას პლებისციტის ჩატარებისკენ მოუწოდებს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ ხმოსნების ნაცვლად, სახელმწიფო მეთაურის მთლიანად პარლამენტის მიერ არჩევის შემთხვევაშიც, ხალხი მაინც არჩევანის უფლების გარეშე რჩება.

გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიას პოზიციის გადახედვისკენ მოუწოდებს.

„გაურკვეველია ზოგადად, რას წვალობენ მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, რა წინადადებებზე საუბრობენ, რა ლეგიტიმაციაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც უმაღლესი ლეგიტიმაცია არის, როდესაც ქვეყნის პირველ პირს ირჩევს ხალხი. თუ მაინცდამაინც ვინმეს ეჭვი ეპარება, სურს თუ არა ხალხს პირდაპირი წესით აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი, ამისთვის მოვუწოდებთ ყველას, რომ ჩაატარონ პლებისციტი და შესაბამისად, საზოგადოება დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ დაადასტურებს პლებისციტის დროს საკუთარ გაადწყვეტილებას“, - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.