ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას BBC-მ სტატია მიუძღვნა
09:41:42     29-11-2017
ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას BBC სტატიას უძღვნის.
ტელეკომპანიის რუსული რედაქციის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ უმაღლესი პალატის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, თავიდან გამართლებული იყო, ხოლო შემდგომში მასზე ზეწოლის საშუალებად გამოიყენებოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი. ავტორის განმარტებით, საუბარია მერაბიშვილის განცხადებებზე მისგან ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასა და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის მიღების მცდელობების შესახებ.
„გარდა ამისა, კონვენციის დარღვევად სასამართლომ 2013 წლის სექტემბერში, მიზეზების განმარტების გარეშე ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება შეაფასა“, - წერია პუბლიკაციაში.