დიმიტრი პესკოვი- „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ზავი წარმოუდგენელია
15:14:36     28-11-2017
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიაში ოპერაცია გრძელდება, ტერორისტებთან ზავი წარმოუდგენელია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შევა თუ არა ძალაში ზავის რეჟიმი სირიაში, კერძოდ კი აღმოსავლეთ გუტაში, პესკოვმა განაცხადა, რომ იქ ტერორისტებთან შეტაკებები მიმდინარეობს.
„იქ ოპოზიციასთან შეტაკებები არ მიმდინარეობს, არამედ, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები არიან. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა რუსეთი ამ რაიონში ზავი გამოაცხადოს, პესკოვმა განაცხადა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ზავი წარმოუდგენელია“.