ნინო ლომჯარია: მზად ვარ კრიტიკისთვის
14:22:00     28-11-2017
"შესაძლებელია სახალხო დამცველის მისამართით იყოს კრიტიკა. ჩემი პოზიციაა, რომ დიახ, სახალხო დამცველი უნდა გააკრიტიკონ და მზად ვარ ამისთვის".
ამის შესახებ ომბუდსმენის თანამდებობაზე წარდგენილმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, იგი პარლამენტს უყურებს როგორც მოკავშირეს და არა როგორც ოპონენტს, რადგან ომბუდსმენი არის პარლამენტის თვალი და ყური ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
პარლამენტთან ურთიერთობის და მხარდაჭერის გარეშე ომბუდსმენი ეფექტური ვერ იქნება, რადგან პირველი მოკავშირე სახალხო დამცველისთვის არის პარლამენტი. მე პარლამენტს ვუყურებ როგორც მოკავშირეს და არა როგორც ოპონენტს, თუმცა ისეთ საკითხებზე, რაზეც ჩავთვლი, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებების დაცვას არ აუმჯობესებს, ძალიან კრიტიკული ვიქნები”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
როგორც ნინო ლომჯარია აღნიშნა, მისი სურვილია, რომ როცა კრიტიკა პოლიტიკური პირების მხრიდან იქნება, კრიტიკა იყოს არგუმენტირებული.
გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია ოფიციალურად წარადგინა.
დღეს მისი კანდიდატურის განხილვა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა განიხილა, სადაც საპარლამენტო ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო.