სახელმწიფო აუდიტის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას შეისწავლის

  11:01:29     28-11-2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამინისტროს საქმიანობას შეისწავლის. შესაბამის ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს. 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყებაში სრულ აუდიტორულ შემოწმებას სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებს, კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, სსიპ 112-სა და სსიპ მომსახურების სააგენტოში“, - აცხადებენ შსს-ში.