ლიბიაში ომს ალიანსი გამარჯვებამდე გააგრძელებს
11:40:47     21-05-2011
ამერიკის შეერთებულმა სტატებმა, ლიბიის მისიის დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ, საომარი მოქმედებები, შესაძლოა, კონგრესის თანხმობის გარეშე განაგრძოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა.
ობამამ უკვე მიმართა კონგრესს შესაბამისი წერილით და კონგრესმენების ლიბიის მისიის მნიშვნელობაში დარწმუნებას შეეცადა. სახელმწიფოს ლიდერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისათვის ეს ოპერაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია.
მაგრამ იმის მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონგრესი, აშშ-ის არმია, ყველა შემთხვევაში, ლიბიის კონფლიტის დარეგულირებისათვის ბრძოლას განაგრძობს. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, ნატოს ოპერაცია ლიბიაში სრულფასოვანი ომია და ამიტომ კონგრესის თანხმობა საჭირო არ არის.
როგორც ცნობილია, ლიბიაში სამხედრო მოქმედებები უკვე ოთხი თვეა გრძელდება, მაგრამ ვერც სახელისუფლო ძალებმა, ვერც ოპოზიციის არმიამ, სასურველ და გადამწყვეტ შედეგებს ვერ მიაღწია.