"სპეცოპერაცია ისანში თურქულმა სპეცრაზმმა ჩაატარა"

  23:44:03     27-11-2017

"კურიერის" ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში, თურქეთის სპეცრაზმის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. "რუსთავი2"-ს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა. სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, თურქი სპეცრაზმელები სპეცოპერაციაში მას შემდეგ ჩაერთვნენ, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ქართველი სპეცრაზმელი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, სწორედ თურქ სამართალდამცველებთან ერთად განხორციელდა ბოლო რამდენიმე შტურმი და მოხდა ტერორისტების ლიკვიდირება.