ირაკლი სესიაშვილი: ახმედ ჩატაევი „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტი იყო
17:30:02     27-11-2017
საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში ქართულ მხარეს დახმარება ამერიკულმა მხარემ თავად შესთავაზა.
მისივე თქმით, ამ საქმის ერთობლივად გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან საქმე საერთაშორისო ტერორიზმს ეხება.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ პირებს შორის შესაძლოა, ახმედ ჩატაევი იყოს, ელჩის თქმით, ეს ჯერ „ასი პროცენტით უნდა დადგინდეს“.
"პრესა.ჯი" პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა:
- სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა არ გამორიცხა, რომ 22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად მოკლულთა შორის არის ახმედ ჩატაევი. სადამდე შეიძლება გაგრძელდეს იდენტიფიცირების პროცესი და ის შეკითხვები, რომელიც საზოგადოებას დაუგროვდა?
-იცით, რომ ამ საქმის გამოძიებაში ჩვენს პარტნიორებს ვთხოვეთ ჩართულიყვნენ. აშშ- ს შესაბამისი სამსახურები გვეხმარებიან, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციაში. ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას, მე არ მაქვს უფლება, წინასწარ ვისაუბრო ეჭვებზე და ვარაუდებზე. მას შემდეგ, რაც დადასტურდება, დავსვათ ამ საქმესთან დაკავშირებული სხვა კითხვები.
- ხელისუფლებამ ჩატარებული სპეცოპერაცია იმ დღესვე მაღალ დონეზე შეაფასა. ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდება დასახელება, თუ ვინ იყვნენ, რატომ იყვნენ ისინი თბილისში, როგორ მოხვდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ა.შ. საზოგადოებაში აჩენს კითხვებს, რომელიც ითხოვს პასუხს. რა გამართლება აქვს ასეთ პოზიციას?
-გამოძიებას აქვს თავისი კანონიერი ინტერესები. შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე დამატებით კიდევ არსებობს ზოგადად სახელმწიფო, ეროვნული ინტერესები და აქ წინაწარ ფაქტების დადასტურების გარეშე საუბარი, მათ შორის, ეჭვის გამოთქმა, ჩემი აზრით, არასწორია. ამ შემთხვევაში, ვიაზრებ ჩემს პასუხისმგებლობას და მაქსიმალურად თავს ვიკავებ ყველა კომენტარისგან. მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვას სვამს, თუ ვარაუდებს გამოთქვამს, რომ დაზუსტებული ინფორმაციის გარეშე ვარაუდების და ცრუ ინფორმაციის გავრცელება ისევ ჩვენს ქვეყანას აზიანებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქვეყნის ინტერესებს პატივს სცემს, მაგრამ "რუსთავი 2"-მა ახლა გამოაცხადა, რომ ორი ადამიანი ამ სპეცოპერაციიდან გაიქცაო, რაც აბსოლუტური სიცრუეა. არხმა, რომელსაც მაღალრეიტინგული ტელევიზიის პრეტენზია აქვს და ამას აცხადებს, საზოგადოებაში პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკვე დათესა ეჭვი, ან შიში, რომ ორი ტერორისტი მკვლელი, სადღაც დათარეშობს, რაც აბსოლუტური ტყუილია. მე არ მინახავს, ვინმესთვის, ან უსაფრთხოების სამსახურისთვის, ან თუნდაც ჩემთვის ეკითხათ. თქვენ რომ თქვენი აზრი გამოთქვათ, ახლა 100 ტერორისტია გაქცეული და ქალაქი ალყაშიაო, ნორმალური იქნება ეს? საერთო ინტერესებთან მიმართებაში, საერთო კონსოლიდაციის უნარ-ჩევევები ყველას გვჭირდება და განსაკუთრებით მედიას, რომელიც, ვფიქრობ, ირიბად შეიძლება, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებდეს.
- ახმედ ჩატაევის სახელი დაკავშირებულია როგორც წინა ხელისუფლებასთან, ასევე „ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც 2102 წელს იგი პატიმრობიდან გაათავისუფლა. თქვენ მაშინ განაცხადეთ, რომ ახმედ ჩატაევი „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტი იყო, მაშინ გქონდათ თქვენ სრული ინფორმაცია?
-რა თქმა უნდა, მქონდა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ახმედ ჩატაევი „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტი იყო.
- იცოდით რომ აგენტი იყო და ის ციხიდან გაათავისუფლეთ. მაშინ დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ან გარკვეულ გარიგებაში შევიდა მასთან, ან მისი დანაშაულებრივი ნიშნები არ დადასტურდა ...
-პირიქით, „ქართული ოცნება“ არავითარ გარიგებაში არ ჩასულა ჩატაევთან თავის დროზე. ჩატაევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე წაყენებული ჰქონდა ბრალდება მსუბუქ დანაშაულზე, ის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა იმის გამო, რომ წაყენებული ბრალდება არ დამტკიცდა. ეს ბრალდება იყო იარაღის უკანონოდ ფლობა. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ახმედ ჩატაევი გაათავისუფლა სასამართლომ და არა „ქართულმა ოცნებამ“. ამის შემდეგ მან საქართველო დატოვა. „ქართულ ოცნებას“ რომ მასთან მუშაობა გაეგრძელებინა, ის არ დატოვებდა საქართველოს.
-როგორ ფიქრობთ, რა გზით და რა მიზნით იყო შესაძლებელი, რომ ჩატაევი 5 წლის შემდეგ ისევ მოხვედრილიყო საქართველოს ტერიტორიაზე?
-სანამ გამოძიება არ მეტყვის, რომ ეს იყო ჩატაევი, მე ვერაფერს დაგიდასტურებთ. ამის შემდეგ შეგეძლებათ, დამისვათ კითხვა, თუ როგორ მოხვდა ის ჩვენს ტერიტორიაზე.
-არის თუ არა მოსალოდნელი, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ საქმეში, თუნდაც იმ ფორმატით და იმ ლეგიტიმური შეკითხვებით, რასაც ოპოზიცია ითხოვს მთავრობისგან?
-ოპოზიციას გადამეტებული ეჭვი აქვს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავს აარიდებს ნებისმიერ კითხვას. პირიქით, აბსოლუტურად ნებისმიერ შეკითხვას გაეცემა პასუხი, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის. უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო, ადგილი და ფორმა აქვს. კოლოსალური საგამოძიებო მასალაა, რომელიც მთელი რიგის საკითხების დადასტურებას ითხოვს, რასაც სჭირდება დრო. პასუხი ყველა კითხვას გაეცემა და არ დარჩება ისეთი კითხვის ნიშნები, როგორც ეს მაგალითად, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოხდა.