სუდანში ვითარება დაიძაბა

  11:39:50     21-05-2011

„სუდანის გამათავისუფლებელი სახალხო არმიის“ ჯარისკაცებმა სუდანის არმიის 22 სამხედრო ქვეყნის დასავლეთით მდებარე სადავო რეგიონ, აბეიში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუდანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამხრეთ სუდანი ივლისში დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდება. იანვრის რეფერენდუმზე, რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობამ სუდანისაგან გამოყოფის მოთხოვნას მხარი დაუჭირა. უკანასკნელ ხანს, აბეის ოლქის ირგვლივ, რომელიც სადავო რეგიონია, ვითარების ესკალაცია მოხდა.

გაეროს ინფორმაციით, თავდასხმა სამშვიდობო ძალებზეც განხოციელდა, რომლის დროსაც უცნობი პირების მიერ ორი ჯარისკაცი იქნა დაჭრილი. ხართუმი ინციდენტზე პასუხისმგებლობას სამხრეთ სუდანის სამხედროებს აკისრებს.