ნიკა მელია: ეს არის მეტად სკანდალური მოცემულობა, რაზეც პასუხისგება მოუწევს მთელ რიგ თანამდებობის პირებს
14:47:52     27-11-2017
„ევროპული საქართველო“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტში იბარებს, რადგან სუს-ის ხელმძღვანელთან კითხვები 22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აქვთ.ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია, გაეცეს კითხვებს პასუხი: არის თუ არა ლიკვიდირებულებს შორის საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევი და როგორ მოხვდა ის დაჯგუფების წევრებთან ერთად საქართველოში.
„პრესა.ჯი“ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას ესაუბრა:
-იზიარებთ თუ არა „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას და იმ შეკითხვების შინაარსს, რომელიც გასულ კვირაში ჩატარებული სპეცოპერაციის თემაზე ხელისუფლების მისამართით გაისმის?
-მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ხელი არ შეგვეშალა გამოძიებისთვის საწყის ეტაპზე, რადგან ერთდღიანი ომი, რომელიც გაჩაღდა თბილისის ერთერთ ცენტრალურ რაიონში, ყოველგვარ საზღვარს გასცდა. მაშინვე სახეზე იყო ქვეყნის უსაფრთხოების მოშლის ნიშნები, მაგრამ გავიდა თითქმის ერთი კვირა და ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან არცერთი დამაჯერებელი განცხადება არ არის გაკეთებული და საუბარია მხოლოდ ჭორის დონეზე. თითოეული დუმილში გატარებული საათი ხელისუფლების მხრიდან, მხოლოდ ასუსტებს უსაფრთხოების სტანდარტებს ქვეყანაში. ვითარება საგანგაშოდ მიგვაჩნია და დაგვიანებულიც არის- ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს საუბარი, რა მოხდა, რასთან გვქონდა საქმე და გასცეს ყველა კითხვას პასუხი. ბუნებრივია, მოვითხოვთ და ნებისმიერ წინადადებას შევუერთდებით, რომ პარლამენტში გამოცხადდეს ყველა პასუხისმგებელი პირი, რომელიც წარმოადგენს მთავრობას და რომლის კომპეტენციაც არის, თუნდაც დახურულ ფორმატში დაგველაპარაკოს. საზოგადოებაში შეიმჩნევა პანიკის ნიშნები და საზოგადოება არის იმის ღირსი, რომ გაიგოს, რა მოხდა თბილისი ცენტრალურ უბანში.
-დახურულ ფორმატში ამ თემის განხილვის წინააღმდეგი არც მმართველი გუნდია, თუმცა ეს მოხდება გამოძიების დასრულების შემდეგ. დღეს ყველა საუბრობს იმაზე, რომ ლიკვიდირებულ პირებს შორის იყო ახმედ ჩატაევი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია როგორ „ქართული ოცნების“, ისე ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება...
-ბუნებრივია, თუკი ახმედ ჩატაევის ვინაობა დადასტურდა, ეს არის მეტად სკანდალური მოცემულობა, რაზეც პასუხისგება მოუწევს მთელ რიგ თანამდებობის პირებს. მათ შორის, რამდენიმე „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებმა უნდა გასცენ საზოგადოებას პასუხი, როგორ მოხდა რომ ბატონი ჩატაევი გათავისუფლდა თავის დროზე ციხიდან.
-ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჩატაევის 2012 ციხიდან გათავისუფლება პოლიტიკურად იყო მოტივირებული. რა არგუმენტით ამყარებთ ამ ბრალდებას?
- რა თქმა უნდა, ჩატაევი გათავისუფლებული იქნა როგორც პოლიტპატიმარი, მაგრამ რამდენიმე წელიწადმა გვაჩვენა, რომ ეს ადამიანი აღმოჩნდა საერთაშორისო ტერორისტთა სიის მოწინავე რიგებში და იგი გამოჩნდა თბილისის ცენტრალურ უბანში საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან შეიარაღებულ ბრძოლაში.
-თქვენი აზრით, როგორ შეიძლებოდა ახმედ ჩატაევი მოხვედრილიყო საქართველოში? ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ეს ფაქტი შეიძლება იყოს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან პასუხგაუცემელი კითხვების დროში გაწელვის მიზეზი?
-დიახაც, სწორედ ამ კითხვას უნდა გასცენ პასუხი. დიახაც ვვარაუდობ, რომ ისინი არიან ჩიხურ ვითარებაში, რადგან გაცხადება, რომ ჩატაევი იყო ერთერთი ტერორისტი, ძალიან დამაზიანებელია ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად, რასაც აცნობიერებენ და ცდილობენ მაქსიმალურად დამალონ. იმასაც ვამჩნევთ, რომ ვეღარ მალავენ, რადგან შეუძლებელია ამ მოცემულობის შეცვლა და ამიტომ აირჩიეს ძალიან უხერხული პაუზა. უხერხულობას ვინ ჩივის, როცა ეს მთელი ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და ამიტომ არის ყველა ვალდებული, დაწყებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელით და გაგრძელებული მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებით, მობრძანდნენ პარლამეტში.
-თქვენ პასუხისმგებელ პირთა შორის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პირები ახსენეთ, იქნებ დააკონკრეტოთ, ვის გულისხმობთ?
-თუკი დადასტურდა, რომ მოკლულია ახმედ ჩატაევი, დაწყებული ეკა ბესელიათი, გაგრძელებული ყველა იმ ადამიანით, რომელიც ლობირებდა ჩატაევის არამართებულ გათავისუფლებას საპატიმროდან... პირველ რიგში, ვგულისხმობ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც პასუხისმგებელია მთავრობის მუშაობაზე. ყველა ძალოვანი სტრუქტურის პირველი პირი უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი ახსნა -განმარტების მისაცემად. თუკი საღი აზრი შერჩა „ქართული ოცნების“ დეპუტაციას, ვფიქრობ, რომ თავად უნდა გამოირჩეოდეს აქტიურობით და პარლამენტში იბარებდეს გომელაურს, წულუკიანს და ა.შ. ეს მხოლოდ ოპოზიციური პარტიების სატკივარი არ არის, საფრთხე შეექმნა ქვეყნის უსაფრთხოებას, სადაც თითოეული ჩვენგანი ვცხოვრობთ როდესაც შუაგულ თბილისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ნავარდობენ, ბუნებრივია, საგანგაშო ვითარებაა, რის გამოც „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან თავად უნდა თანამშრომლობდეს.