ისლამური სახელმწიფო შობა-ახალი წლის პერიოდში ევროპაში მასშტაბურ თავდასხმებს გეგმავს
13:45:59     27-11-2017
ISIS-მა საკუთარ მომხრეებს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში საშობაო ბაზრობებზე თავდასხმებისკენ მოუწოდა.
მოწოდებები დაჯგუფებამ ფოტომასალის საშუალებით გაავრცელა, რომლებზეც სანტა-კლაუსის გვერდით ISIS-ის მებრძოლია ასახული. კადრებს ახლავს წარწერა - "მოკლე ხანში თქვენს დღესასწაულებზე".
ისლამური სახელმწიფოს მოწოდებები კიბერ-უსაფრთხოების ერთ-ერთმა სააგენტომ ინტერნეტ-მესენჯერებში აღმოაჩინა, რომლითაც ტერორისტები სარგებლობენ.
უწყების ცნობით, პროკლამაციების გავრცელება ISIS-მა მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი თავდასხმის მოწყობას ბერლინის ტერაქტის წლისთავზე ისევ საშობაო ბაზრობაზე აპირებდნენ