ბათუმის მერი: "შენობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს ქალაქის მერია ვერ გააკონტროლებს"
12:52:07     27-11-2017
ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, შენობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს ტურიზმის დეპარტამენტი და ქალაქის მერია ვერ გააკონტროლებს.
"2017 წლის 1 იანვრიდან სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შემოწმება სავალდებულო გახდა, რომელიც კიდევ უფრო გამკაცრებას ითვალისწინებს. სწორად უნდა გავმიჯნოთ შემოწმების უფლებამოსილება ვის გააჩნია. ამ შემთხვევაში არც მერიას და არც ტურიზმის დეპარტამენტს არ გააჩნია უფლებამოსილება შეამოწმოს სახანძრო უსაფრთხოებაზე შენობა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნული პრეროგატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებებს აქვს",- აცხადებს ლაშა კომახიძე.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.