მიკ ჯაგერის სუპერჯგუფი

  11:28:23     21-05-2011

„ნიუ იორკ პოსტის“ ინფორმაციით, „როლინგ სთოუნზის“ ვოკალისტმა მიკ ჯაგერმა სუპერჯგუფი, სახელწოდებით „Super Heavy“ შექმნა. ჯაგერთან ერთად, ჯგუფის შემადგენლობაში დეივ სტიურტიც შევიდა.

 

2011 წლის მარტის დასაწყისში, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჯაგერი სოლო ალბომზე იწყებს მუშაობას და მას პროდიუსერის ამპლუაში, სტიუარტი ეხმარება. სავარაუდოდ, საუბარი ამ ჯგუფის პროექტზე იყო.

 

ჯგუფის სხვა მონაწილეები გახდნენ ბობ მარლის უმცროსი ვაჟიშვილი დემიანი, მომღერალი ჯოს სთოუნი და ინდოელი კომპოზიტორი რაჰმანი, რომელიც ფილმების საუნდტრეკებით არის ცნობილი.

 

მუსიკოსის ახლობლები იტყობინებიან, რომ სუპერჯგუფმა უკვე რამდენიმე სიმღერა ჩაწერა და ერთ-ერთ მათგანზე ვიდეოც კი გადაიღო, თუმცა თავად ჯაგერი ვიდეოკლიპის არსებობას უარყოფს.

 

ჯაგერის უკანასკნელი სოლო ალბომი 2011 წელს გამოშვებული „Goddess in the Doorway“ - ია. „როლინგ სთოუნზმა“ კი ბოლო სტუდიური ალბომი „A Bigger Bang“, 2005 წელს წარმოადგინა.