ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
10:04:27     27-11-2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კასპში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით)."- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.