„Muse“ - ს ახალი ალბომი
11:27:25     21-05-2011
„Muse“ - ს წევრების განცხადებით, ჯგუფი სტუდიურ ალბომს 2012 წელს გამოუშვებს. კოლექტივის გეგმების შესახებ დრამერმა დომინიკ ჰოვარდმა და ბას-გიტარისტმა კრის უოლსტენჰოლმმა ისაუბრეს.
მათ აღნიშნეს, რომ Muse - ს ლიდერმა მეთიუ ბელამიმ მათ წინაშე უკვე მოახდინა რამდენიმე სიმღერის მოსამზადებელი მასალის დემონსტრირება. ჯგუფის წევრების შეფასებით, ახალი კომპოზიციები უფრო რბილად ჟღერს, მათ წარსულ შემოქმედებასთან შედარებით.
რაც შეეხება თავად ბელამის, ის მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს მსახიობ ქეით ჰადსონზე დაქორწინდა. ამ დროისათვის წყვილი ბავშვს ელოდება. მეთიუ აღნიშნავს, რომ მის პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები, შემოქმედებაშიც აისახება.
ჯგუფი სტუდიაში ალბომის ჩაწერას 2011 წლის ოქტომბერში დაიწყებს. მათი უკანასკნელი სტუდიური ალბომი „The Resistance“ - ია, რომელიც 2009 წლის სექტემბერში გამოვიდა.