ძლიერი აფეთქება ეგვიპტეში - გარდაცვლილია სულ მცირე 115 ადამიანი
17:50:59     24-11-2017
ეგვიპტეში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, გარდაცვლილია სულ ცოტა 155 ადამიანი, - ამის შესახებ BBC-ი წერს.
დაშავებულთა რაოდენობა კი 80-ს აღემატება. გამოცემის თანახმად, თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქება პარასკევის ლოცვების დროს მოხდა, ხოლო ადგილობრივი პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირებმა შეკრებილ მოსახლეობას ცეცხლიც გაუხსნეს.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელების მიზანი მეჩეთში მყოფი ეგვიპტის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები იყვნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი მომხდართან დაკავშირებით სპეციალურ შეხვედრას გამართავს.