ტერორიზმში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

  15:25:21     24-11-2017

ტერორიზმში ბრალებულ რუსეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ცოტა ხნის წინ მიიღო. 

მოსამართლემ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების თაობაზე. 

პროცესი საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შუამდგომლობა სასამართლო განხილვის დახურვის შესახებ პროკურატურამ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.