"სტამბოლის აეროპორტში თუ სხვაგან დახოცილი ადამიანები საქართველოს ხელისუფლების კისერზეა"

  15:08:26     24-11-2017

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ აჰმედ ჩატაევის მიერ დახოცილი ადამიანები "ქართული ოცნების" კისერზეა.

გოცირიძის თქმით, თუ ტერორიზმში ბრალდებულ გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი მართლაც ახმედ ჩატაევი აღმოჩნდა, ბევრ პოლიტიკოსს ასპარეზის დატოვება მოუწევს.

“თუ ეს აღმოჩნდა ჩატაევი, მაშინ მთელ მთავრობას, მთელი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება, ვინაიდან ჩატაევი, ეს არის ამ ხელისუფლების სინდის-ნამუსზე და მის მიერ დახოცილი ადამიანი, თუნდაც სტამბოლის აეროპორტში დახოცილი ადამიანები. ეს ხელისუფლება ვერ დარჩება თავის ადგილზე და ძალიან ბევრ ადამიანს მოუწევს პოლიტიკური ასპარეზობის დატოვება, ვინაიდან ჩატაევთან დაკავშირებული მოვლენები არის სისხლით და უამრავი პრობლემებით შეღებილი, რომელიც წახალისებული იქნა ჩვენი ხელისუფლებისგან," - აღნიშნა გოცირიძემ.