კობახიძე: საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული პროცესი ზედმეტად პოლიტიზებული იყო

  14:09:59     24-11-2017

თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველაო-სახალხო განხილვას მიმდინარეობს, რომელსაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებიან.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ აკადემიური ფორმით ვისაუბროთ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ, მიმდინარე წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, კონსტიტუცია არის ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელიც ქმნის სამართლებრივ ფუნდამენტს ჩვენი მმართველობისა და სახელმწიფო სისტემისთვის და ბუნებრივია, კონსტიტუციასთან დაკავშირებით ფართო დისკუსიის წარმართვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თითოეული ჩვენგანისთვის. საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული პროცესი იყო ზედმეტად პოლიტიზებული და აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, არ დარჩა სივრცე იმისათვის, რომ ჩვენ აკადემიური ტიპის განხილვები მოგვეწყო რეფორმასთან დაკავშირებით, დღეს უკვე იმის საშუალება გვაქვს, რომ ერთიანად განვიხილოთ რეფორმა, რომელიც განხორციელდა საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შეკრებილ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებებს მუხლობრივად აცნობს.