„არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაციაში“
14:04:23     24-11-2017
„გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაციაში“, - ამის შესახებ ტერორიზმის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებს სასამართო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
პროკურორმა განმარტა, რომ სახელმწიფო ბრალდებას აქვს ყველა საფუძველი, რათა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს.
პროკურორი არ აკონკრეტებს, თუ რომელ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი ბრალდებულს და ასევე, რა დანაშაული იგეგმებოდა დაჯგუფების მიერ.
„გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაციაში. გარდა ამისა, მას ბრალი ედება იმაში, რომ ტერორისტული მიზნით შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას, ფეთქებად ნივთიერებებს. ამ ეტაპზე ჩვენ მოცემულ საქმეზე გვაქვს ყველა საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულს შეეფარდოს პატიმრობა”, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.