სოპა დე სებოლა
11:08:46     21-05-2011
მასალა:
2 დიდი თავი ხახვი
1 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
½ ლიტრი ქათმის ან ხორცის ბულიონი
1 ½ ჭიქა რძე
½ ჭიქა ნაღები
3 ნაჭერი თეთრი პური
1 კვერცხის გული
2-3 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
მარილი, პილპილი
ხახვი დავჭრათ და 20 წუთის განმავლობაში ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე, თან დავამატოთ კარაქი და მჭიდროდ დავახუროთ თავსახური. შემდეგ დავამატოთ ბულიონი, რძე და არაჟანი და ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში. ამასობაში შევბრაწოთ თეთრი პურის ნაჭრები. ყველი შევურიოთ კვერცხის გულს და წავუსვათ ეს მასა პურის ნაჭრებს. შემდეგ სუპი დავასხათ თეფშებზე და ჩავაწყოთ მასში მომზადებული პურის ნაჭრები, შემდეგ კი დავასხათ ცხელი ბულიონი. თეფშებს დავაფაროთ რაიმე ჭურჭელი და ასე გავაჩეროთ 3-4 წუთი, შემდეგ კი მივიტანოთ სუფრაზე.