"სპეცოპერაციის თემაზე აბსოლუტურად დაუშვებელია პოლიტიკური სპეკულაციები"

  13:15:55     23-11-2017

"სპეცოპერაციის თემაზე აბსოლუტურად დაუშვებელია ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები".

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამაც თავი უნდა შეიკავოს, ოპოზიციაც ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და ქულების ჩაწერაზე არ უნდა იყოს არავინ ორიენტირებული.

”კითხვები რაც არის, ძალიან ლეგიტიმური და საჭირო კითხვებია, რაზეც პასუხი უნდა გაეცეს - რა ტიპის საფრთხესთან გვაქვს საქმე, რა ტიპის ჯგუფი იყო, როგორ შემოვიდა ეს ჯგუფი და სამომავლოდ რამე საფრთხე ხომ არ არის. ჯერ ფაქტები არ ვიცით, რომ გავაკეთოთ სათანადო შეფასებები. რაღაც ნაწილი საქმის შეიძლება ვერ გახდეს საჯარო, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგრამ ამ დონეზე არაფრის ცოდნა არ არის დამაკმაყოფილებელი არც საზოგადოებისითვის და არც ქვეყნისთვის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გუშინ სპეცოპერაცია ჩატარდა.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3. 

ასევე, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა 4 სამართალდამცველი.