არაბულმა კოალიციამ ტერორისტთა სია გააფართოვა

  12:34:23     23-11-2017

საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ „ტერორისტთა სიაში“ კიდევ 11 ადამიანი და 2 ორგანიზაცია შეიყვანა.

ამ ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი მუსლიმი მეცნიერების საერთაშორისო კავშირია, რომელსაც ცნობილი ეგვიპტელი მქადაგებელი იუსუფ ალ-ქარდაუი ხელმძღვანელობს. ის ორგანიზაცია „ძმები-მუსლიმების“ სულიერ ლიერად ითვლება. მანამდე ტერორისტთა სიაში თავად ქარდაუი შეიყვანეს.

ივლისში ამ ოთხმა არაბულმა სახელმწიფომ ტერორისტთა სიაში 59 პირი და 12 ორგანიზაცია შეიყვანა. მაშინ განაცხადეს, რომ ეს სია განახლდებოდა.