"აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციაზე ინფორმაცია არის გადაუმოწმებელი"

  23:51:21     22-11-2017

პარლამენტის წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მას არ აქვს  ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევია.

ამის შესახებ ინფორმაცია გადაცემა „არჩევანში“ თადარიგის პოლკოვნიკმა დავით მაყიშვილმა გააჟღერა, რომელმაც თქვა, რომ მას მეგობარი დაუკავშირდა და ეს ინფორმაცია მიაწოდა.

„თავისთავად იმის გამეორება, როგორც მოცემულობის, რაზეც აქ იყო საუბარი მიმაჩნია, ძალიან  არასერიოზულად, რომ ვიღაცამ მეგობარს დაურეკა, ამან ტელეფონზე ვერ უპასუხა და ე.ი. მისი ლიკვიდაცია მოხდაო. ვიღაცამ შეიძლება ეს თქვას, მაგრამ ამის გაჟღერება ეს მოხდაო არ არის სერიოზული,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.