სისხლიანი სპეცოპერაციის სკანდალური დეტალები

  20:40:44     22-11-2017

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სისხლიანი სპეცოპერაციის ახალი, სკანდალური დეტალები. 

[I=3]სპეცოპერაცია, რომელიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარდა, რუსეთის ფედერაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. 

სავარაუდოდ, მოკლულები ეროვნებით ჩეჩნები არიან და ისინი რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ინტერესის სფეროში მოექცნენ. 

საქართველოს ხელისუფლება კი, მათ დაკავებასა გეგმავდა.

თუმცა, ეჭვმიტანელებმა ჩაბარებაზე უარი განაცხადეს და სპეცრაზმელთა მისამართით გაისროლეს...

რატომ მალავენ ეჭვმიტანილთა ვინაობას?

ოფიციალურად, ამ დრომდე არ ვიცით არც ეჭვმიტანილთა სახელები და გვარები და არც იმ გმირი სპეცრაზმელის ვინაობა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას.

სუსი არც იმას ამხელს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ პირები, რომლებსაც თავდაპირველად ტერორისტები უწოდეს, მოგვიანებით კი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად მოიხსენიეს.

რა მოხდა იმ კორპუსის ეზოში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა? 

ფოტო, რომელმაც ბევრი კითხვა წარმოშვა, თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

[I=2]ფოტოზე ჩანს გარდაცვლილი მამაკაცი, რომელსაც სუსი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრს უწოდებს. 

თავდაპირველად გავრცელებულ ფოტო-კადრში, მოკლულის სიახლოვეს ცეცხლსასროლი იარაღი არ დევს. 

თუმცა, მოგვიანებით გადაღებულ  ფოტოზე ვხედავთ რომ მოკლულის ფეხებთან ცეცხლსასროლი იარაღი ჩანს. 

უცნობია ისიც, თუ როგორ აღმოჩნდა ეჭვმიტანილი ეზოს შუაგულში, კობრასთან, გამალებული შტურმის დროს და მაშინ, როდესაც ირგვლივ, სადარბაზოსა და კორპუსის სიახლოვეს სპეციალური რაზმები იყო განლაგებული.

P.S: სპეცოპერაციის შედეგი: დაჭრილია 4 სპეცრაზმელი, გარდაცვლილია - ერთი. ასევე, მოკლულია სამი ეჭვმიტანილი და დაკავებულია - ერთი.

"ჩვენ სხვა სტილი გვაქვს, სხვა ხელწერა გვაქვს", - პრემიერი კვირიკაშვილი იმის შესახებ, თუ რატომ გაგრძელდა სპეცოპერაცია 24 საათი.