"სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ლიკვიდირებულია - სამი"

  19:11:29     22-11-2017

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი. ლიკვიდირებულია 3. გარდაცვლილია სპეცრაზმელი,- ამის შესახებ სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა განაცხადა. 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა. 

სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალქეები და მათზე დაკვირვება რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა.