რას წერს უცხოური მედია თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციაზე
16:24:50     22-11-2017
აფეთქებისა და სროლის ხმა ისმოდა გვიან ღამით თბილისში, სადაც კონტრტერორისტული ოპერაცია უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. პოლიცია ცდილობს, შევიდეს შენობაში, სადაც ბრალდებულები იმალებიან.
სამართალდამცავების მიერ არის გარშემორტყმული ტერიტორია. პოლიციის ბრიგადები პერიმეტრს აკონტროლებენ.გავრცელებული ცნობით, ტერორისტები ქალაქის გარეუბანში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში შეიჭრნენ.
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ ერთ-ერთ ბინაში ეჭვმიტანილების დაუდგენელმა რაოდენობამ ცეცხლი გახსნა.
დაჭრილია ერთი სამართალდამცველი. ექიმმა განაცხადა, რომ საგანგებო პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები არ არიან ქართველები.
საქართველოს მთავრობამ საგანგებო შეხვედრა გამართა, თუმცა მიმდინარე მოვლენებზე საჯარო განცხადებები არ გაკეთებულა.შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სავარაუდოდ, ტერორიზმში ბრალდებული ორი პირის დასაკავებლად მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების დამატებითი ბრიგადები შეიყვანეს. გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სპეცდანიშნულების რაზმის დამატებითი ძალების მობილიზებაც მოხდა.
სპეცოპერაცია გუშინ საღამოს დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.