იან კელი: ყველაზე მეტად რაც გვაღელვებს, მოსახლეობის უსაფრთხოებაა
12:54:24     22-11-2017
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი ბერი სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანების უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს.
როგორც ელჩმა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა, აშშ ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და მოსახლეობის უსაფრთხოება აღელვებს.
„ყველაზე მეტად რაც გვაღელვებს ეს მოსახლეობის უსაფრთხოებაა. ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს და ვიცით, რომ იქ გარკვეული ზომები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მიღებულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ორი საკითხია ხაზგასასმელი, პირველი, რომ გარანტირებული უნდა იყოს ადამიანების უსაფრთხოება და მერე, როდესაც სპეცოპერაცია დასრულდება, სამართალდამცველმა ორგანოებმა გამჭვირვალედ მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია", - განაცხადა იან კელიმ.
ცნობისთვის, ბერი სალოსის ქუჩაზე დაახლოებით 17 საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია.
სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.