ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

  09:48:15     22-11-2017

როგორც კრემლი აანონსებდა, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

"დღეს ჩვენი შეხვედრის საფუძველზე კონსულტაციები გაიმართება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, უკვე დაგეგმილია საუბარი კატარის ემირთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, შემდეგ რეგიონის სხვა ლიდერებთან,"-აცხადებდა ვლადიმერ პუტინი.

როგორც გაირკვა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა 1 საათის განმავლობაში უკრაინაზე, სირიაზე, ირანზე, ავღანეთსა და ჩრდილოეთ კორეაზე ისაუბრეს. სხცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.