ისანში სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს - სავარაუდოდ, დაჭრილია 1 სპეცრაზმელი
08:16:20     22-11-2017
გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცოპერაცია დაახლოებით 12 საათია მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი ტერიტორია. ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ძალები.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი, თუმცა ეს ცნობა ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურება.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები და სპეცრაზმი 2 პირის აყვანას ცდილობს, რომლებიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, 05:00 საათიდან მიმდინარეობდა შტურმი, რომელიც დაახოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შტურმის დროს ისმოდა ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა. ამ დროისთვის უცნობია, რა შედეგით დასრულდა შტურმი. შტურმამდე რამდენიმე წუთით ადრე კი კორპუსიდან, სადაც სუს-ი სპეცოპერაციას ატარებს, მოსახლეობა გამოიყვანეს.