ლარი კვლავ უფასურდება და ფასებიც კვლავ იმატებს...

  17:37:59     21-11-2017

ლარის გაუფასურება და ეკონომიკის ჩამოშლა გრძელდება. ერთი დოლარის ღირებულება უკვე 2 ლარსა და 70 თეთრს ასცდა. თუმცა, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც აგრძელებს ვარდნას... 

მიუხედავად მძიმე პროცესებისა, ხელისუფლება კვლავ ვერ იძლევა პასუხს კითხვაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს - როდის დასტაბილურდება ან დასტაბილურდება თუ არა, ლარის კურსი? 

ექსპერტთა აზრით, ლარის დევალვაცია საფრთხეს უქმნის როგორც ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკას, ისე მის სტაბილურობასაც. 

„უკვე გაიზარდა ფასები პროდუქტებზე, მაგრამ უარესი ჯერ კიდევ წინაა“, - პროგნოზირებენ ეკონომიკის სფეროს ექსპერტები.