ირაკლი კობახიძეს ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა
14:25:42     21-11-2017
ირაკლი კობახიძეს ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა.
ირაკლი კობახიძე, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბელორუსის რესპუბლიკაში იმყოფება, დღეს ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში განხორციელებულ, ასევე, მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.ირაკლი კობახიძემ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საკონსტიტუციო რეფორმის ძირითადი არსი და შინაარსობრივი ცვლილებები გააცნო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის შეუქცევადი არჩევანია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისთვის პატივია ბელარუსის ისტორიული სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდების მინიჭება.