თურქეთში 14 წლის ქართველი მოზარდი დაჭრეს

  23:38:57     20-11-2017

თურქეთის ქალაქ კონიაში 14 წლის ქართველი მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ორი ოჯახი ერთმანეთს პოლიციის განყოფილებაში დაუპირისპირდა და ერთმანეთს სახლების დაწვაში ადანაშაულებდა. ფიზიკური დაპირისპირება პოლიციის განყოფილების ეზოში მოხდა.

ჩხუბის დროს მეორე 13 წლის მოზარდმა დაურეგისტრირებელი იარაღიდან გაისროლა და თავისი თანატოლი დაჭრა. მან თანატოლს ჭრილობა ფეხისა და მუცლის არეში მიაყენა.

ინციდენტის შედეგად, მხარში ქართველი მოზარდის დეიდაც დაიჭრა.

იარაღიდან გასროლის შემდეგ 13 წლის ბიჭმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ რამდენიმე წუთში დააკავა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.