მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში მოხდება

  18:13:20     20-11-2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში მოხდება. 

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კონსულტაციები აღნიშნულთან დაკავშირებით, ახლა დაიწყება.

”მთავრობის მხრიდან არის ინიცირებული მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი. ახლა დაიწყება კონსულტაციები ვადებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე გაიწერება კონკრეტული გრაფიკი, რომლის მიხედვით, ჯერ მივიღებთ ცვლილებებს მთავრობის შესახებ კანონში და ამის შემდეგ უკვე ნდობა გამოეცხადება მთავრობის ახალ შემადგენლობას. რაც შეეხება ვადას - ეს დამოკიდებულია კონსულტაციებზე, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში დასრულდება მთლიანად ეს პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.